ლარი კიდევ უფრო გამყარდა
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა,-ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
გავრცელებული ბოლო მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0189-ით გამყარდა და იგი 2.3378-ს შეადგენს, ხოლო ევროსთან მიმართებაში, 0.0691-ით გამყარდა და 2.6204-ს შეადგენს.