კორპორატიული სულისკვეთების გაუმჯობსება

Organization

კორპორატიული სულისკვეთების გაუმჯობსება

ბიზნესის კეთება არ არის მარტივი საქმე. წარმატებული ხელმძღვანელი რომ იყოთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ უამრავი ფაქტორი, რაც დაკავშირებულია ბიზნეს საქმიანობასთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორატიული სულისკვეთების ჩამოყალიბება კომპანიაში, რამაც ძალიან დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ბიზნესის წარმატებაზე.

თუ ორგანიზაციაში დაბალი კორპორატიული სულისკვეთებაა, მას თან ახლავს ისეთი ნეგატიური მოვლენები, როგორიცაა დაბალი პროდუქტიულობა, არაორგანიზებულობა, მიზნების არაეფექტიანად შესრულება, ანუ ყველა ის ნეგატიური ფაქტორი, რაც ბიზნესის კეთების მთავარ მიზანზე – მოგების მიღებაზე უარყოფითად მოქმედებს.

რადიკალურად განსხვავებულია სიტუაცია, როდესაც ორგანიზაციაში მაღალი კორპორატიული სულისკვეთებაა ჩამოყალიბებული, ასეთ შემთხვევაში ბიზნესი წარმატებულად მიიწევს წინ.

კორპორატიული სულისკვეთება მყიფე მოვლენაა, მისი შენება დიდ ძალისხმევას, გონიერებას და მოთმინებას საჭიროებს, მეორე მხრივ მისი დამსხვრევა, მარტივი შეცდომის საფუძველზე, ერთ მომენტშია შესაძლებელი.

ალბათ ხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორპორატიული სულისკვეთება თქვენი კომპანიის წარმატებისთვის, ჩვენ გვინდა წარმოდგიდგინოთ გარკვეული ფაქტორები და რჩევები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს პრაქტიკაში არის ნაცადი და განაპირობებს კორპორატიული სულისკვეთების სწორედ ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

აგრძნობინეთ, რომ მათი სამუშაო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ სამუშაო

ყველას სურს სჯეროდეს, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაო ემსახურება უზენაესი მიზნების მიღწევას.

მიზანდასახულობა შეიძლება დაფაროს ყოველდღიურმა რუტინულმა სამუშაომ.კარგი ხელმძღვანელი სწორედ, ისაა, ვინც შეძლებს ამ მიზანდასახულობის შენარჩუნებას მასზე ყურადღების გამახვილებას, ყველაზე უფრო რთულ პერიოდშიც კი.

მიეცით საშუალება დასაქმებულებს გააკეთონ სამუშაო, რომელიც მათ იზიდავთ.

მიღწევების აღნიშნვა

ბუნებრივია ადამიანები უფრო მეტად ახდენენ ფოკუსირებას მომავლის მოვლენებზე, ვიდრე იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეს. თუმცა, წარმატების აღსანიშნავად დროის გამონახვა იწვევს მიღწეული წარმატების შეფასების/დაფასების შესაძლებლობას.

არ დაგავიწყდეთ გართობა

გართობა ჯანსაღი სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია. იდეალური სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის იდეალურია ყოველთვიურად კორპორატიული საღამოს მოწყობა, სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა. ეს შესაძლოა იყოს ბოულინგ საღამო, ქალაქ გარეთ გასეირნება, ან სხვა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება. გართობა ასრულებს ენერჯაიზერის როლს, იძლევა გადატვირთვის საშუალებას.

დასაქმებულებზე ზრუნვა

არაფერი იმაზე დადებითად არ მოქმედებს კორპორატიული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე, როგორც დასაქმებულის რწმენა, რომ ხელმძღვანელი გულწრფელად ზრუნავს მის კარიერულ განვითარებასა და სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვაზე.

მოსმენა

ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე ძნელი ქმედება. მოუსმინეთ ყურადღებით დასაქმებულებს, მათ იდეებს, ინოვაციურ მოსაზრებებს, პრობლემებს, წუხილებს, განიხილეთ კონფლიქტური სიტუაციები და რაც მთავარია არ მოახვიოთ თავზე თქვენი პირადი პრობლემები.