რატომაა კიბერუსაფრთხოება აქტუალური?
ვებ სივრცის განვითარებასთან ერთად ვითარდება დანაშაულიც ვებ სივრცეში.
ალბათ გაგიგიათ, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლიღობა, E-mail ვირუსები, სარეკლამო ვირუსები, და ა.შ. შეიძლება თქვენ თვითონაც ყოფილხართ აღნიშნული მოვლენების მსხვერპლი. ეს სწორედ კიბერსივრცეში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მხოლოდ ნაწილია.
იმისათვის, რომ თავი დავიცვათ კიბერ საფრთხეებისგან, აუცილებელია გაცნობიერებული გვქონდეს თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ თანამედროვე კომპიუტერულ სამყაროში.
ადამიანის ყოველდღიურობა დიდწილად დამოკიდებულია კომპიუტერებსა და სხვა „ჭკვიან“ ტექნოლოგიებზე. ეს დამოკიდებულება უფრო და უფრო იზდება ყოველდღიურად. მრავალი სახის პერსონალური, კომერციული და სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაცია ინახება კომპიუტერულ სისტემებში, სულ უფრო მეტი სამუშაო ხორციელდება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით.
კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოიცავს საქმიანობას, რომელიც გულისხმობს კიბერ საფრთხეებისა და რისკების პრევენციას, აღმოჩენას, აღკვეთას და რეაგირებას.
რა საფრთხეებზეა საუბარი?
როგორი მრავალფეროვანიც არის კომპიუტერული სამყარო, ისეთივე მრავალფეროვნება ახასიათებს მას რისკებისა და საფრთხეების კუთხით.
მათგან ყველაზე უფრო სერიოზულია ვირუსები, რომლებიც აზიანებენ, აკონტროლებენ ან სხვაგვარად საფრთხეს უქმნიან თქვენს კომპიუტერულ სისტემებს.
ვირუსი სხვადასხვა სახით მოქმედებს: კომპიუტერულ სისტემაში შემოდის და ცვლის ფაილებს, ერთი მსხვერპლის კომპიუტერის საშუალებით აკონტროლებს სხვა მსხვერპლთა კომპიუტერებს ან ახორციელებს მათ წინააღმდეგ კიბერ შეტევას, იპარავს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, ახორციელებს არავტორიზებულ შესყიდვებს და სხვა.
არ არსებობს 100% იანი გარანტია, რომ ყველა პრევენციული ზომის მიღების შემთხვევაშიც კი, მოხდეს სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა შესაძლებელია სწორი ქმედებების განხორციელების შედეგად მოხდეს საფრთხეებისა და რისკების მინიმიზაცია.
როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერ საფრთხეებისგან?
უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ შესაძლო საფრთხეები და რისკები, შემდგომ უნდა განახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები არსებული საფრთხეებისა და რისკების აღსაკვეთად.
კომპანია BLH გთავაზობთ კომპიუტერულ მომსახურეობას, რომლის მიზანია ჩვენი კლიენტების ბიზნეს საქმიანობა უზრუნველყოს კიბერ უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებებით.
აკეთეთ თქვენი ბიზნესი მშვიდად!