კადრი, რომელსაც ყველა დამსაქმებელი ეძებს

6613fd692be43055f9e7c3bfb2461e7b

კადრი, რომელსაც ყველა დამსაქმებელი ეძებს

ნიჭიერი ადამიანის პოვნა ძალიან ძნელია. ახალგაზრდა ნიჭიერი კადრების სამსახურში აყვანამ შეიძლება დიდი უკუგება მოუტანოს ფირმას.

ტალანტების საპოვნელად, რეზუმესა და ავტობიოგრაფიის გარდა, HR-მა ყურადღება უნდა მიაქციოს სხვადასხვა ფაქტორს. წარმოგიდგენთ 7 ნიშანს, რასაც უნდა მიაქციოს დამსაქმებელმა ყურადღება, ნიჭიერი ადამიანის საპოვნელად:

1. მათ გააჩნიათ გრძელვადიანი გეგმები და თავისუფლად საუბრობენ მათზე

ნიჭიერ ადამიანებს არ აშინებთ თავიანთი მომავალი. ისინი თავიანთ თავში დარწმუნებულები არიან და მთელი მათი ყურადღება მიმართულია კონკრეტული მოქმედების განხორციელებისკენ, რომელიც თავის მხრივ მიმართულია კარიერული წინსვლისაკენ.

ამიტომაც, გასაუბრებისას HR-მა უნდა ჰკითხოს კანდიდატს გრძელვადიანი გეგმების შესახებ და დასაქმების შემთხვევაში კომპანიაში მუშაობის როლზე ამ გრძელვადიანი გეგმების მიღწევაში.

2. ისინი ყველაფრისათვის არიან მზად

დიდი ტალანტი ყველაფრისათვის არის მზად. მას შეუძლია თავისი ქმედებების კონტროლი, ამიტომაც სამსახურში აყვანის შესახებ გასაუბრებისას ისინი ყველა კითხვას გონივრულად და თავდაჯერებულად უპასუხებენ.

3. მათ გააჩნიათ თვითდაჯერებულობის მაღალი ხარისხი

უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან საფუძვლიანი და უსაფუძვლო ამბიციები. ნიჭიერი ადამიანი მართალია ამბიციურია, თუმცა მისი ამბიცია ეფუძნება ობიექტურ რეალობას. ნიჭიერ ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ მათი ნაკლოვანებები და რეალურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.

გასაუბრებისას კანდიდატს დაუსვით შეკითხვები მათი სისუსტეების შესახებ. თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თვითდაჯერებულად ისაუბრონ თავიანთ სისუსტეებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.

4. ისინი კარგად ეგუებიან ახალ სიტუაციას და გარემოს

ნიჭიერ ადამიანებს გააჩნიათ ბევრი სასარგებლო ნიშან-თვისება. მათ შეუძლიათ მათი მისადაგება და გამოყენება ცვალებადი გარემოებებისთვის.

შეეკითხეთ კანდიდატს ჰქონია თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ახლის გაკეთება ან თავისი თვისებების გამოყენება მოუწია უჩვეულო შემთხვებში. კარგი კანდიდატი გაიხსენებს რამდენიმე ასეთ შემთხვევას.

5. ისინი ორიენტირებულნი არიან შედეგზე

ნიჭიერი ადამიანები ფიქრობენ შედეგებზე. მათ გააჩნიათ კონკრეტული მიზნები და ამ მიზნების მიღწევა მათი პრიორიტეტია, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.

ასეთი ადამიანები კითხვის დასმის გარეშეც ისაუბრებენ იმაზე თუ რა შედეგს ელიან სამსახურში აყვანის შემთხვევაში.

6. ისინი სვამენ ჭკვიანურ შეკითხვებს

ნიჭიერ ადამიანებს ცნობისმოყვარეობა ახასიათებთ. ამიტომაც ისინი სვამენ ბევრ შეკითხვას, თუმცა მათი შეკითხვები გამოირჩევა აზრიანობით და მიზანმიმართულობით.

7. მათ შეუძლიათ გონივრული რისკის აღება

ბიზნესის არსებითი ნაწილია რისკის აღება და რაც უფრო გონივრულად არის რისკი აღებული, მით უფრო მომგებიანია შედეგი, რომელიც მას მოყვება.