იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის დაყადაღება

1396984051-3-practical-ways-save-attorney-fees-2

იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის დაყადაღება

წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ (sequestered account in Georgian legislation)

მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეუშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები.

ამდენად, იურიდიული პირის პირად ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვეღარც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ანგარიშზე ყადაღის დადება დაუშვებელია.

მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით და არა ანგარიშზე არსებულ მთლიან თანხაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის დადებით ზიანი ადგება, ასეთ ვითარებაში მოპასუხემ საჩივრის განხილვის ეტაპზე ზიანის მიყენების ფაქტი უნდა დაადასტუროს და მტკიცებულებებით დადასტურებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შებრუნება ან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შეცვლა უნდა მოითხოვოს.