“იუნესკომ” ლავაში სომხურ ნაციონალურ ბრენდად აღიარა

 

news_17661

ლავაში სომხური ბრენდია???

სომხეთმა ლავაში მიისაკუთრა. ინფორმაციას kommersant.ru აქვეყნებს და წერს, რომ კავკასიისა და აზიის ხალხებისთვის ეს ტრადიციული პროდუქტი სომხეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ოფიციალურად შევიდა. სწორედ ამ ქვეყნის განაცხადი დააკმაყოფილეს „იუნესკოს“ ექსპერტებმა. გამოცემის ინფორმაციით, ლავაშის სამშობლოს სტატუსზე ასევე აქვთ პრეტენზია აზერბაიჯანს, ირანს, უზბეკეთს, საქართველოსა და თურქეთს. თუმცა ახლა მხოლოდ სომხები შეძლებენ ლავაშით როგორც ნაციონალური ბრენდით  ვაჭრობას.

ცხელ ქვებზე გამომცხვარი პურის ავტორობის სომხებისთვის მიკუთვნება უსამართლობაა – მიიჩნევენ იმ ქვეყნებში, სადაც ლავაში დიდი ხანია არსებობს.

მკვლევარი სტანისლავ ტარასოვი აღნიშნავს, რომ რეგიონის ქვეყნებისთვის „ლავაშის დავას“ სერიოზული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას, როგორც ბრენდს, დიდი კომერციული პერსპექტივები გააჩნია მსოფლიო ბაზარზე.

იმის შიშით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ფასტფუდი ისტორიულ გასტრონომიულ ფასეულობებს გაანადგურებს, ბევრი ქვეყანა ცდილობს ისინი „იუნესკოს“ საშუალებით დაიცვას.

მაგალითად, კორეელებმა არამატერიალური ღირებულებების სიაში შეიტანეს კიმსჟანი – ესაა ცხარე სახემსის მომზადების კულტურა. ფრანგებმა და იაპონელებმა კი ზოგადად, თავიანთი სამზარეულოები დააფიქსირეს. ბელგიამ სხვა გზა აირჩია და შეიტანა განაცხადი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ კერძზე – კარტოფილ „ფრიზე“. ბელგიელების განაცხადს „იუნესკო“ მომავალ წელს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს.

წყარო: commersant.ge