ინტერნეტ რეკლამირების ტენდენციები

14159693_1259648840714506_1505718574_nინტერნეტ რეკლამირების ტენდენციები

წინამდებარე სტატიებში ვისაუბრებთ ინტერნეტ რეკლამირების ტენდენციების შესახებ, რომლებიც ახლო მომავლის რეალობას შექმნის, კერძოდ ამ სტატიაში განვიხილავთ:

ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდას, მათ შორის მობილურ რეკლამებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციებს, ინტერნეტ რეკლამირების ბიზნესის მთავარ მოთამაშეებსა და ინტერნეტ მომხმარებელთა შეხედულებებს ინტერნეტ რეკლამების შესახებ.

წინამდებარე ნაშრომი ეყდნობა უცხოური კომპანიების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მათ სტატისტიკურ ანალიზს.

14159693_1259648840714506_1505718574_n მობილური რეკლამირების ბაზარი სწრაფად იზრდება

ინტერნეტ რეკლამირების მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით დიდია, მობილური რეკლამირების სფეროში.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ვისაუბროთ ციფრებით, კერძოდ 2015 წლის მონაცემებით, ინტერნეტ რეკლამირების საერთო შემოსავლებმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 20%-ით მეტია 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, თუმცა თუ გამოვყოფთ ცალკე მობილური რეკლამირების სფეროს, იგი 66%-ით არის გაზრდილი, წინა წელთან შედარებით, შედარებისთვის Desktop რეკლამა- მხოლოდ 5 პროცენტით.

facebook-internet-marketingინტერნეტ რეკლამის ბაზრის მთავარი მოთამაშეები- Google და Facebook

მარკ ცუკემბერგმა, მოახერხა სარეკლამო ჰაბის შექმნა, Facebook-ის სახით. ამაზე მეტყველებს ციფრები, კერძდ 2014-2015 წლებში, ფეისბუქ რეკლამის საერთო შემოსავლებმა 59%-ით იმატა, მათ შორის დიდი მატებაა მობილური რეკლამირების კუთხითაც.

ამავდროულად Google-ის სარეკლამო შემოსავლებმა 18%-ით იმატა ამავე პერიოდში.

ამდენად, Facebook-ისა და Google-ზე მოდის მთლიანი ციფრული რეკლამის ბაზრის ზრდის 76%.

იხ. ჩვენი Facebook რეკლამის მომსახურება.

ინტერნეტ მომხმარებლებს აღიზიანებთ ინტერნეტ რეკლამა

ინტერნერტ მარკეტინგის დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტ მომხმარებლებს აღიზიანებთ ინტერნეტ რეკლამების გამოჩენა. რაც უფრო მეტია ასეთი რეკლამა, მით უფრო ღიზიანდებიან მომხმარებლები.

გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ინტერნეტ მომხმარებელთა 92% პროცენტი მზად არის გამოიყენოს ინტერნეტ რეკლამის მბლოკავი პროგრამები.

ინტერნერტ რეკლამაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლო მომავალში მისი ოდენობა ინტერნეტ სივრცეში არა თუ შემცირდება, არამედ მოიმატებს, რაც შედეგად უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებელში, თუმცა მეორე მხრივ თუ რეკლამა განსხვავებულია და ხიბლავს ადამიანთა დიდ მასებს, ასეთ რეკლამას პოზიტიური შედეგი გარანტირებული ექნება.

ამდენად ჩვენი რჩევა იქნება, შექმნათ ისეთი დიზაინისა და კონტენტის მქონე რეკლამა, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია და პოზიტიურად აღქმადი იქნება ინტერნეტ მომხმარებლებს შორის. ამისათვის აუცილებელია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, კერძოდ პროფესიონალ დიზაინერებს, ანალიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტ რეკლამირების შესახებ იხილეთ ჩვენი მომსახურებები ან დაგვიკავშირდით, როგორც ტელეფონის, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

1

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub