ვინ არის ინდ. მეწარმე?

ინდ. მეწარმევინ არის ინდ. მეწარმე?

ინდ. მეწარმე (ინდივიდუალური მეწარმე), არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ამდენად, იგი სამართლებრივ ურთიერთობაში ჩართულია, როგორც ფიზიკური პირი და თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.

ფიზიკური პირი ინდ. მეწარმის სტატუს იძენს მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია მოიცავს, როგორც სახელმწიფო, ისე საგადასხადო რეგისტრაციას.

ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

ინდ. მეწარმეს რეგისტრაცია ხორციელდება, როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში.

განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) განმცხადებლის სახელი;

ბ) საწარმოს იურიდიული მისამართი და ალტერნატიული მისამართი, სადაც მიღებული გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება.

გ) განმცხადებლის პირადი ნომერი;

დ) განცხადების შევსების თარიღი;

ე) განმცხადებლის ხელმოწერა;

ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას მან უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ზემოთ მითითებული მონაცემების ეკვივალენტურ მონაცემებს.

სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა.

საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ინდ. მეწარმე წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, შესაბამისად თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე მას ძირითადად გააჩნია საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ასევე, თუ მისი წლიური შემოსავალი 100.000 ლარს სცდება, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად.

ინდ. მეწარმე უფლებამოსილია მიიღოს მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი, რის საფუძველზეც იგი ისარგებლებს შეღავათიანი დაბეგვრის პირობებით საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email