ეგოისტის ათი მცნება

Noticia-3778-900ეგოისტის ათი მცნება

1. თუ საქმის კარგად გაკეთება გსურს, ის თვითონვე უნდა გააკეთო.

2.თუ არ გსურს შენი საიდუმლო საქვეყნო გახდეს, არავის გაანდო ის.

3.თუ შენი ნათქვამი ორგვარად შეიძლება იყოს აღქმული, ჯობია საერთოდ არ თქვა ის.

4.თუ ცხოვრებაში რაღაცის გეშინია ,ამის შესახებ მარტო შენ უნდა იცოდე. დანარჩენებისთვის უნდა იყო შეუპოვარი (ან რკინის კაცი).

5.თუ შენ გარშემო სულელი და აბეზარა ხალხია, შენშივე ყოფილა პრობლემა.

6.თუ კი შენ ხარ ის აბეზარა, ჯერ კიდევ დროა გამოასწორო ეს ამბავი.

7.ნუ ახვევ იდიოტ ხალხს შენ აზრებს, მთავარია იცოდე რომ შენ ხარ მართალი.

8.“გჯეროდეს და გწამდეს რაღაცის“ – დიდი სისულელეა, ჯობია – „დაისახე მიზნად და მიაღწიე“.

9.გააკეთე რაიმე შეცდომა? მოკვდი, მაგრამ აღარ გაიმეორო ის.

10.ცხოვრება – თამაშია. მაშ აიღე და თვითონ დააწესე თამაშის წესები.