შესაძლებელია თუ არა დნმ-ის დაპატენტება?

images (1)შესაძლებელია თუ არა დნმ-ის დაპატენტება?

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე იმსჯელა დნმ-ის დაპატენტების შესაძლებლობაზე.

საქმე ეხებოდა კორპორაცია – მირაიდ გენეტიკს, რომელმაც აღმოაჩინა და გამიჯნა ორი გენი BRCA 1 და BRCA 2, რომლებიც დაკავშირებული არიან გენეტიკური მკერდის კიბოსა და სასქესო ჯირკვლის კიბოსთან.

მირაიდ გენეტიკსმა დააპატენტა თავისი აღმოჩენა, რითაც მას მიენიჭა 20 წლიანი მონოპოლია აღნიშნული გენების კვლევასთან, დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებით.

მკვლევართა, მედიკოსთა და პაციენტთა გარკვეულმა ჯგუფებმა შეიტანეს სარჩელი აღნიშნულის წინააღმდეგ და მოითხოვეს პატენტის ბათილად ცნობა.

უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ბუნებრივად წარმოშობილი დნმ-ი, ასევე ადამიანის გენი არ ექვემდებარება დაპატენტებას.

თუმცაღა მათი განმარტებით ხელოვნული დნმ-ის დაპატენტება შესაძლებელია, ამდენად მირაიდ გენეტიკსს სრული უფლება ჰქონდა დაეპატენტებინა თავისი აღმოჩენა.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email