როგორ ხდება დირექტორის დანიშნვა?

CEO-pano_12194-300x140

როგორ ხდება დირექტორის დანიშნვა?

საწარმოს შექმნა ხდება კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე- სამეწარმეო საქმიანობის ეფექტიანი წარმოებისა და მოგების მიღებისათვის.

საწარმო წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტს და მსგავსად ფიზიკური პირისა, მას გააჩნია უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. იმისათვის, რომ ჩაებას სამართლებრივ ურთიერთობებში, იურიდიული პირისათვის აუცილებეელია წარმომადგენელი ორგანოები, რომლებიც იურიდიული პირის სახელით, მისი ინტერესებისათვის იმოქმედებენ.

საქართველოში, ყველაზე გავრცელებული საწარმოს ტიპია შპს, რომელიც როგორც წესი ფუნქციონირების ორი ორგანოს  – დირექტორისა და პარტნიორთა კრების მეშვეობით.

წინამდებარე სტატია ეძღვნება დირექტორსა და საწარმოს შორის სამართლებრივ ურთერთობას. დირექტორის დანიშვნას და მისი საწარმოსთან ურთიერთობის მარეგულირებენ სამართებრივ საფუძვლებს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დირექტორი წარმოადგენს საწარმოს ხელმძღვანელ პირს.

ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მაგ: იურიდიული პირის სახელით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება იურიდიული პირის სახელით, წარმოადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას.

ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ურთიერთობას დირექტორსა და საწარმოს შორის არეგულირებს ერთი მხრივ კანონმდებლობა, ხოლო მეორე მხრივ საწარმოს წესდება და დირექოტრთან დადებული სამეწარმეო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

შპს-ს და დირექტორს შორის სამართალურთიერთობა მყარდება ორი იურიდიული მნიშვნელობის აქტის საფუძველზე:

1.დანიშვნის აქტი

დირექტორის დანიშვნის შესახებ აქტს ღებულობს პარტნიორთა კრება (ფორმდება კრების ოქმით). აღნიშნული აქტი ადასტურებს პარტნიორთა ნებას საწარმოს დირექტორად კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ. დანიშვნის აქტი შესაძლოა მოცული იყოს წესდებაშიც, საწარმოს რეგისტრაციისას.

დანიშვნის აქტი ძალას იძენს , დირექტორის მხრიდან თანხმობისა და მისი მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტნიდან.

დანიშვნის აქტის საფუძველზე, მისი რეგისტრაციის მომენტიდან, პირი იძენს დირექტორის სტატუს, იგი ხდება საწარმოს ხელმძღვანელი ორგანო და იძენს წესდებით, კანონმდებლობით და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

დანიშვნის აქტით დირექტორისა და საწარმოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი-ურთიერთობა მაინც არასრულყოფილია. ამ აქტით არ არის განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დირექტორისათვის გასამრჯელოს დანიშვნა, მისი ოდენობა, დირექტორის ვალდებულებების მოცულობა, მისი უფლებები : სოციალური დაცვა, ხარჯების ანაღაურება და ა.შ.. ყველა ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს საწარმოსა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. დირექტორსა და საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

როგორც ავღნიშნეთ, დანიშვნის აქტის გამოცემით და მისი რეგისტრაციით მეწარმეთა რეესტრში, ხდება დასანიშნი პირის დირექტორად  და შესაბამისად საწარმოს ორგანოდ ქცევა.

ამის გარდა, ღიად რჩება გარკვეული სამართლებრივი საკითხები საწარმოსა და დირექტორს შორის, რომელიც უნდა დარეგულირდეს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი ბუნებით არ წარმოადგენს არც შრომით  და არც სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას, არამედ იგი სპეციალური სამეწარმეო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა.

აღსანიშნავია, რომ დირექტორსა და საწარმოს შორის ხელშეკრულების გაუფორმებლობა ვერ მოახდენს გავლენას დირექტორის, როგორც საწარმოს ორგანოს წარმოშობაზე, ანუ აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს სავალდებულოს, იმისათვის, რომ პირი გახდენს დირექტორი და უხელმძღვანელოს საწარმოს. თუმცა მეორე მხრივ მისი არ არსებობა ღიად ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დირექტორის საქმიანობის მოცულობა, სამუშაო დრო, ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ხელფასის ოდენობა, ხარჯების ანაზღაურება , სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ.

დირექტორთან ხელშეკრულების მეორე მხარეა თვითონ საწარმო, რომლის სახელითაც გამოდიან პარტნიორები.

წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს უფლებამოსილი პირი, რომელიც აღიჭურვება უფლებამოსილებით საწარმოს სახელით გააფორმოს ხელშეკრულება დირექტორთან. თუ ასეთი პირი არ არის წესდებით განსაზღვრული, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, რომლითაც დირექტორთან დასადები ხელშეკრულების საკითხი გადაწყდება უნდა განისაზღვროს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

საქართველოს პრაქტიკაში ხშირია, როცა დირექტორთან საერთოდ არ ფორმდება ხელშეკრულება და იგი მართავს საწარმოს მხოლოდ დანიშვნის აქტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში წარმოშობილი დავის შემთხვევაში, წარმოიშობა ბევრი პრობლემური საკითხი, როგორიცაა დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, მისთვის გადასახდელი ხელფასის საკითხი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი დირექტორი დაუცველია.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email