დასაქმებულის ერთგულების ვალდებულება

Intellectual-Propertyდასაქმებულის ერთგულების ვალდებულება

დასაქმებულის ერთგულების ვალდებულება გულისხმობს, დასაქმებულის მოვალეობას არ გამოიყენოს შრომითი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.

მაგ: დასაქმებულს არ აქვს უფლება გამოიყენოს, ინფორმაცია კომპანიის პოლიტიკის, ფასების და სხვა საკითხების შესახებ. ასევე იგი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაჩენილი კონტაქტები და ცოდნა, სხვა კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ.

აღნიშნული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ ამის შესახებ შრომით ხელშეკრულებაში.

ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

მაგ:  თუ კომპანია „ა“-სა და დასაქმებულ „ბ“-ს შორის შრომითი ურთიერთბა შეწყდა 2014 წლის 10 იანვარს, შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს, რომ არაუგვიანეს 2014 წლის 10 ივლისისა „ბ“ არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია, თუმცა დამსაქმებელი ვალდებული იქნება გადაუხადოს „ბ“-ს ანაზღაურება, აღნიშნული პერიოდის პროპორციულად, ბოლო თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.

მსგავსი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში მოღვაწე პირების მიმართ.

დასაქმებულის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას, იმ ზიანის მოცულობით, რაც მიადგება დამსაქმებელს. შესაძლოა შრომის ხელშეკრულებაში განისზღვროს ჯარიმა ამ საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია არ ეხება კონფიდენციალურ ინფორმაციას, დასაქმებულს ეკრძალება დამსაქმებლის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება, როგორც მასთან მუშაობის პერიოდში, ასევე სამსახურიდან წამოსვლის შემდგომაც, უვადოდ.

კონფიდენციალური ის ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის კომერციულ საიდუმლოებას ან/და მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია კონფიდენციალურად.

შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email