დამსაქმებლის პასუხისმგებლობა დასაქმებულის მიერ მიყენებულ ზიანზე
დასაქმებულის მიერ თავისი სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია მისი დამსაქმებელი.
აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული დანაწესებიდან, რომელთა მიხედვითაც:
„პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.” (სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი).
„მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.” (სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლი).
აღნიშნული მუხლების მიხედვით განსაზღვრულია პირის პასუხისმგებლობა დაქირავებული მუშაკის და წარმომადგენლის ბრალეული ქმედებისათვის.
დამსაქმებლის პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია არსებობდეს შემდეგი გარემოებები:
- დასაქმებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება;
- დასამქებულის ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი არსებობა;
- ზიანი უნდა იყოს მიყენებული სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში;
- დასაქმებულის ბრალის არსებობა;
შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.