გამოსაცდელი ვადით დაქირავება
შრომის ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით შეიძლება დაიდოს დასაქმების კანდიდატთან მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვის ვადით.
ასეთი ხელშეკრულების მიზანია შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა.
შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით, სხვა შემთხვევაში ასეთ ხელშეკრულებას არ ექნება იურიდიული ძალა.
გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულის შრომა ყოველთვის ანაზღაურებადია, შესაბამისად ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს ანაზღაურების ოდენობა და წესიც.
დამსაქმებელს უფლება აქვს გამოსაცდელ პერიოდში, ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
დასამქმებლის ინიციატივით, გამოსაცდელ პერიოდში, შრომის ხელშეკრულების მოშლისას, დასაქმებულს აუნაზღაურდება შესრულებული სამუშაო ნამუშევარი დროის შესაბამისად, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული,