რამდენად შემცირდება თქვენი ხელფასი
ონლაინსივრცეში ლარის გაუფასურების კალკურატორი გამოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯამპსტარტის“ მიერ შექმნილი კალკულატორი მომხმარებლებს იმ თანხის დათვლაში ეხმარება, რომელიც მათ ლარის ინფლაციის გამო დაკარგეს.
მომხმარებელი მითითებულ გრაფაში წერს, რა თანხას ფლობდა იგი ლარებში, კალკულატორს კი არსებული ქონება აშშ დოლარში ორი სხვადასხვა კურსის მიხედვით გადაჰყავს. ერთ გრაფაში 2014 წლის 19 ნოემბრის (1.76) კურსია მითითებული, მეორე გრაფაში კი 2015 წლის 19 თებერვლის (2.08). კალკულატორი ითვლის სხვაობასაც, იმის საჩვენებლად, თუ რამდენი აშშ დოლარით შემცირდა თქვენი ქონება ბოლო 3 თვეში.
2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე, 3 თვეში, ქართული ლარის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში 18.18%-ით შემცირდა.