ბრიტანელმა შეფმზარეულმა „მაკდონალდსს“ სასამართლო დავა მოუგო

 

944757_622205944476291_2132848075_n-1ცნობილმა ბრიტანელმა შეფმზარეულმა ჯემი ოლივერმა, ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდგომ “მაკდონალდსის” წინააღმდეგ, შეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, რომ “მაკდონალდსის” მიერ წარმოებული საკვები უვარგისია.

მას შემდეგ რაც ოლივერმა საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორ და რისი დახმარებით მზადდება საკვები, ფრანჩაიზმა საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ის შეცვლიდა თავის რეცეპტს.

ჯემი ოლივერი გამუდმებით უხსნიდა საზოგადოებას სხვადასხვა დოკუმენტაციებით, სატელევიზიო შოუებით და ინტერვიუებით, რომ ძროხის ხორცის ცხიმოვანი ნაწილები ირეცხებოდა ამონიუმის ჰიდროქსიდით და გამოიყენებოდა ბურგერის შესავსებად. მისი მტკიცებით ვიღებდით პროდუქტს, რომელიც ყველაზე იაფად გაიყიდებოდა ძაღლებისთვის, მაგრამ ამას ყიდულობდნენ და ჭამდნენ ადამიანები.

ოლივერი საზოგადოებას ეკითხებოდა, თუ რატომ უნდა ეჭმიათ მათ თავიანთი ბავშვებისთვის ამონიუმით გაჟღენთილი ხორცი. მან ერთ-ერთ შეხვედრაზე ხალხთან და ბავშვების თვალწინ, იმის ცხადი და ნათელი დემონსტრირება მოახდინა, თუ რით კეთდება ქათმის ღვეზელი, მას მერე რაც ამოაცლიან წმინდა ხორცს, ნარჩენები: ცხიმი, კანი და შიდა ორგანოები მუშავდება, და მიიღება შემწვარი ქათმის ღვეზელი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში `ბურგერ კინგმა~ და `ტაკო ბელმა~ უკვე აკრძალეს ამონიუმის გამოყენება თავიანთ პროდუქციაში. საკვები ინდუსტრია ამონიუმის ჰიდროქსიდს იყენებს, როგორც ანტიბაქტერიულ ნივთიერებას ხორცისთვის, რამაც საშუალება მისცა “მაკდონალდს” გამოეყენებინა ხორცი, რომელიც საკვებში გამოსაყენებლად უვარგისია.

ყველაზე შემაშფოთებელი ამ ფაქტებიდან გახლავთ ის, რომ იმის გამო, რომ ამონიუმის ჰიდროქსიდი მიჩნეულია პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ კომპონენტად, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, მომხმარებლებმა არ უნდა იცოდნენ, როდის მიირთმევენ ქიმიით გამდიდრებულ საკვებს.

“მაკდონალდსის” ოფიციალურ საიტზე კომპანია აცხადებს, რომ მათ მიერ მოხმარებული ხორცი არის იაფი, რადგან სანამ კლიენტებს ემსახურებიან მომწოდებლებისგან ხორცს იაფად იღებენ და მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის პროდუქციას სთავაზობენ. მაგრამ თუ ე.წ. “ფინქ-სლაიმი” (მოვარდისფრო ხორცის მასა) იყო საუკეთესო, რომელსაც “მაკდონალდსი” ამერიკაში ამზადებდა, მაშინ რატომ შეეძლო მას ეწარმოებინა უკეთესი ხარისხის ლათინურ ამერიკასა და ევროპაში? ასევე რატომაა, რომ მათი განცხადებით, აშშ-ში უკეთესი ხარისხის ხორცი იწარმოება? ეს ხომ ცხადად იმაზე მეტყველებს, რომ რადგან გაუმჯობესდა ე.ი. ცუდი ხარისხის იყო.

ეს კითხვები პასუხგაუცემლად რჩება “მაკდონალდსის” მიერ, რომელიც უარყოფს, რომ მის მიერ რეცეპტის შეცვლა ჯიმი ოლივერის აქტიურ კამპანიას უკავშირდება.   “მაკდონალდსმა” ოფიციალურ საიტზე აღიარა, რომ მან აკრძალა ძროხის ხორცის შემავსებლის გამოყენება ბურგერის ღვეზელებში.

წყარო: commersant.ge