ბრენდირების ხუთი ელემენტი

20160309065812-shutterstock-236672323ბრენდირების ხუთი ელემენტი

ბრენდი კომპანიის სახეა. თუ გეგმავთ გრძელვადიანი ბიზნესის წარმოებას, ბრენდირების გარეშე საქმიანობა ამ მიზნის მიღწევის არაეფექტური გზაა.

საიდუმლო არ არის, რომ ბრენდირებული ბიზნესი ბევრად წარმატებულია, ვიდრე არაბრენდირებული ე.წ. „უსახო“ ბიზნესი.

გარდა ამისა, როგორც წარმატებული ბრენდირების სპეციალისტი კიაუ ვაკინავა განმარტავს, წარმატებული ბიზნესი დიდი მიღწევაა, ხოლო წარმატებული ბრენდირებული ბიზნესი კი უკვე ხელოვნებაა.

რა არის ბრენდირება ?

ხშირად გვეკითხებიან, მარკეტინგი იგივე ბრენდინგიაო? ეს ორი ცნება ერთმანეთის ტოლფასი, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი მარკეტინგული საქმიანობის მძლავრი ხელსაწყოა – ბრენდის გარეშე მარკეტინგი იგივეა, რაც ავტომობილი, ძრავის გარეშე.

ბრენდი არის კომპანიის და მისი პროდუქტის სახე – კაპიტანი, რომელიც გემს მიუძღვის წინ, ხოლო მარკეტინგი არის ამ გემის ეკიპაჟი, რომელიც ყველა მხრივ ეხმარება კაპიტანს მიზნის მიღწევაში.

დიდი შესავალი, რომ არ გამოგვივიდეს, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, კერძოდ კომპანია BLH წარმოგიდგენთ იმ ხუთ ძირითად საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ეფექტური ბრენდირებისთვის:

1.აღბეჭდეთ თქვენ ბრენდი მომხმარებლის გონებაში

ბრენდი არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვა და დიზაინი. ბრენდის ნამდვილი ძალა მის უნარშია მოახდინოს გავლენა მომხმარებელზე, კერძოდ გადააწყვეტინოს პოტენციურ კლიენტს, თქვენი პროდუქტის შეძენა.

Idea Commercial Planning Marketing Brand Conceptმაგალითად, დაუსვით ნებისმიერ ათ ქართველ ადამიანს კითხვა, 5.000 დოლარიანი მერსედესის ყიდვა ურჩევნია, თუ იგივე ფასის სიტროენის.

ამ კითხვაზე 90%-ზე მეტი ადამიანის პასუხი იქნება, რომ მათ ურჩევნიათ შეიძინონ მერსედესი, იმის მიუხედავად, რომ კითხვაში არ ჩანს თუ რა ხარისხის და მდგომარეობის მანქანებზეა საუბარი.

ამდენად, ბრენდის ძალა მდგომარეობს მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვებაში. მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში ირჩევს არა იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე კარგია, არამედ იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე კარგად ახორციელებს ბრენდირებას.

 2.განსაზღვრულობის პრინციპი

თითოეული ბრენდის ქვეშ გარკვეული პროდუქტი ფიგურირებს, თუმცა მნიშვნელოვანია განისაზღვროს შეზღუდული პროდუქტთა წრე, რომელიც მოექცევა კონკრეტული ბრენდის ქვეშ.

მაგალითად, შესაძლოა შექმნათ ბრენდი, რომელიც გემრიელ ნამცხვრებთან იქნება ასოცირებული, თუმცა თუ თქვენ ამ ბრენდის ქვეშ გამაგრილებელი სასმელების ან ავტომობილის საპოხი საშუალებების გაყიდვას დაიწყებთ, აღნიშნული ძალიან ნეგატივად აისახება თქვენი ბრენდის განვითარებაზე და მის უნიკალურ ბუნებაზე- იგი უბრალოდ დაკარგავს  მომხიბვლელობას.

ამდენად განსაზღვრულობის პრინციპი, ბრენდის განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც მის განსხვავებულობას უსვამს ხაზს. სწორედ განსაზღვრული და კარგი პროდუქტი ქმნის ასოციაციებს უნიკალურ ბრენდთან.

3.დაიპყარით ინტერნეტ სივრცე

გავიხსენოთ ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი „ არ ხარ ინტერნეტში, არ ხარ ბიზნესში“.

აღნიშნული გამონათქვამი კარგად ასახავს თქვენი ბრენდის წარმატების ფორმულას. წარმატებული ბრენდირება უბრალოდ გამორიცხულია, თუ თქვენ მას არ ახორციელებთ ინტერნეტში.

ინტერნეტში ბრენდინგის განხორციელების ერთ-ერთი ეფექტური გზაა, ციფრული მარკეტინგის განხორციელება:

14159693_1259648840714506_1505718574_nეფექტური დიზაინის მქონე ვებ გვერდის დამზადება;

აქტიური სოციალური მედია გვერდები;

Facebook და Google რეკლამა;

Content მარკეტინგი და SEO;

ეს არის მინიმალური ღონისძიებები, რაც უნდა განახორციელოთ, წარმატებული ბრენდის ფორმირებისთვის ციფრულ სამყაროში.

4.ბრენდი, როგორც ერთი სიტყვა

ბრენდირება გულისხმობს ერთი სიტყვის ბყრობას. აღნიშნული არ უნდა გავიგოთ ტრადიციულად. ბყრობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ როდესაც მომხმარებელი გაიგებს ამ სიტყვას, მას გარკვეული პოზიტიური ასოციაციები უჩნდებოდეს თქვენ პროდუქტთან დაკავშირებით.

ბრენდირება სწორედ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, მომხმარებლების დადებითად დამუხტვას და პოზიტიური ასოციაციების შექმნას გულისხმობს.

ბრენდირებული სიტყვა უნდა ასახავდეს პროდუქტის ხარისხისს, მის დადებით თვისებებს, მაგალითად:

რესტორნის ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს გემრიელ საჭმელთან და კომფორტულ მომსახურებასთან;

ტურისტული კომპანიის ბრენდი – კარგ და უპრობლემო დასვენებასთან;

კბილის კლინიკის ბრენდი- უმტკივნეულო და ეფექტურ სერვისთან;

სხვა ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი.

გახსოვდეთ, რომ ეს ჯადონსნური სიტყვი, იგივე წარმატებით შესაძლოა ნეგატიურ ასოციაციებს იწვევდეს, ანუ თქვენი ბრენდი ნეგატივთან იქნეს ასოცირებული, რაც თქვენი ბიზნესისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

მაგალითად, გაიხსენეთ ცნობილი რესტორნები ან ცნობილი პროდუქტები, რომელთა გაგონებაზეც არა გემრიელი საჭმელი და კარგი მომსახურების ხარისხი გახსენდებად, არამედ ცუდი მომსახურების, უგემური საჭმლის და სხვა უარყოფითი ასოციაციები.

ახლა დაფიქრდით რამდენი ასეთი კომპანია იცით, რომლებიც წარსრულში არსებობდნენ, ხოლო დღეს უკვე აღარ არსებობენ?

აღნიშნული არის ცუდი ბრენდირების კარგი მაგალითი, ამდენად თქვენი ბრენდის წარმატება მხოლოდ ეფექტური ბრენდირების ტაქტიკის არჩევაში არაა, თქვენი პროდუქტიც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, თქვენი სერვისი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

160910423-15.შექმენით სანდო გარემო

მომხმარებელი ყოველთვის ეჭვის თვალით ირჩევს პროდუქტებს. ისინი კომპანიებს უყურებენ, როგორც მხოლოდ მოგების მიღებაზე ორიენტირებულ სუბიექტებს.

ეს გარკვეულწილად ასეც არის, კომპანიები უპირველესყოვლისა მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებული, თუმცა მოგების მიღება სწორედ მომხმარებლის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასა და კარგი პროდუქტის შეთავაზებაზე არის დამოკიდებული.

აქ მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი – თუ გაქვს კარგი პროდუქტი და ხარ კეთილსინდისიერი, შენი ბრენდიც სანდო გახდება და მომხმარებელიც მას აუცილებლად შეიძენს.

მაგალითად: ნავთობკომპანია Frego რამდენიმე წელია რაც საქმიანობს საქართველოში. აღნიშნული ბრენდის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო კარგმა ბრენდირებამ, კერძოდ მას ჰქონდა კარგი ფასი და მაღალი ხარისხი, რამაც განაპირობა მომხმარებელთა მხრიდან სანდოობის ჩამოყალიბება.

გსურთ მიიღოთ ბრენდირების მომსახურება პროფესიონალებისგან?

კომპანია BLH-ის დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ბრენდის შექმნისა და მათი ცნობადობის ზრდის კუთხით. (იხ. ჩვენი ბრენდირების მომსახურება) ჩვენ წარმატებით ვემსახურებით სხვადასხვა ბიზნესს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხჩვენი კლიენტების გვერდი).

თუ გსურთ პროფესიონალებს მიანდოთ თქვენ ბრენდირების საკითხები, დაგვიკავშირდით ჩვენ, ნებისმიერ დროს, როგორც მობილური ტელეფონის, ისე ელ. ფოსტის საშუალებით.

1