ბრენდირების სტრატეგია

ბრენდირების სტრატეგია

სწორი სახელწოდებითა და ლოგოთი აღჭურვილი ბრენდი მზად არის განახორციელოს ბრენდირების სტრატეგია, რომელიც გამიზნულია ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად – ბრენდის პოპულარობა და ბრენდირებული გაყიდვების ზრდა.

ბრენდირების სტრატეგია

ამ სტატიაში განვიხილავთ ბრენდირების სტრატეგიის ცალკეულ ელემენტებს.

ბრენდის პოზიციონირება

სწორი მესიჯის გაგზავნა აუდიტორიისთვის და პირველი შთაბეჭდილების დატოვება, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც იწყება ეფექტური ბრენდირების სტრატეგიის განხორციელება.

ბრენდის პოზიციონირებისას უნდა მოხდეს ბრენდის უპირატესობების წარმოჩენა, მომხმარებელს უნდა წარმოეშვას განსაკუთრებული ემოციები და გრძნობები ბრენდის და მის ქვეშ არსებული პროდუქციის მიმართ, რაც ეფექტური სარეკლამო საქმიანობის შედეგად მიიღწევა.

მაგალითად:

გაიხსნა ახალი ონლაინ რესტორანი, რომლის პოპულარიზაციისთვის გადაწყდა მარტივი, თუმცა ეფექტური აქციის განხორციელება – „ხინკალი უპრეცენდეტო ფასად – 0.59 თეთრი“

ასეთი ფასი ბაზარზე არ არსებობდა, ხოლო ხინკლის ონლაინ შეკვეთა საკმაოდ მოთხოვნადი იყო ბაზარზე.

აღნიშნული აქცია გაპიარდა 2 კვირის მანძილზე Facebook/Instagram-ის მეშვეობით, 150 დოლარიანი ბიუჯეტით.

შედეგად: ახალ გახსნილ რესტორანს თავიდანვე გამოუჩნდა პირველი კლიენტები, ბრენდი გახდა ცნობადი, მისი ასოციაცია ხორციელდებოდა გემრიელ და იაფ საკვებთან.

ხინკალთან ერთად, მომხმარებელთა დიდი პროცენტი სხვა საკვებსაც უკვეთავდა, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლეოდა გაზრდილიყო მოგება.

ბრენდის განვითარება და მართვა

ბრენდის პოზიციონირების შემდგომ, მნიშვნელოვანია მოხდეს ბრენდის შემდგომი განვითარება.

ამისათვის, გამართული მარკეტინგული საქმიანობის გარდა საჭიროა მომხმარებელთა ურთიერთობის მაღალი ხარისხი, ასევე პროდუქციის/მომსახურების ხარისხის შენარჩუნება.

თანამედროვე რეალობაში, ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს ბრენდის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბრენდის მართვა ინტერნეტ სივრცეში, ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა კორპორატიული ვებ-საიტი, მობილური აპლიკაცია, სოციალური მედია, SEO და სხვა.

ბრენდის სპონსორობა

საქართველოში ხშირად არასწორედ ესმით სპონსორობის შესაძლებლობები და არსი.

პირველ რიგში არ უნდა მოხდეს ყველა ტიპის Event-ის ან ორგანიზაციის სპონსორობა.

სპონსორობის შესაძლებლობა უნდა შეირჩეს გონივრულად, იგი უნდა იყოს გამიზნული და უნდა მოჰქონდეს ბრენდისთვის სარგებელი.

მაგალითად: Nike-ის მიერ ფეხბურთის გუნდის სპონსორობა ლოგიკური და შედეგიანი, ხოლო, იგივე Nike-ის მიერ კბილის ექიმთა კონფერენციის სპონსორობა ნაკლებად აზრიანია.

ბოლოსიტყვაობა

ნებისმიერი წარმატებული ბიზნეს საქმიანობის ხერხემალია სწორი ბრენდირება, რაც მოიცავს ეფექტური ლოგოს დამზადებას, სწორი სახელწოდების შერჩევას და ბრენდის ეფექტურ პოზიციონირებას ბაზარზე.

თუ თქვენ შეძლებთ ეფექტური ბრენდირების სტრატეგიის განხორციელებას, თქვენი შემოსავლები და შესაბამისად მოგება აუცილებლად გაიზრდება, რაც ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის პირველადი მიზანია.