ბლოქჩეინი – ყველაფერი ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე

ბლოქჩეინი

ბლოქჩეინიყველაფერი ბლოქჩეინის შესახებ

ბევრი ადამიანი უკავშირებს ბლოქჩეინის ტექნოლოგიას ციფრულ ვალუტა – ბიტკოინს, თუმცა რეალურად ბლოკჩეინის პოტენციალი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ციფრული ვალუტის უკან მდგარი ტექნოლოგია.

ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სხვა ორგანიზაციები და ცალკეული პიროვნებები, როგორებიც არიან მაგალითად ბილ გეითსი და რიჩარდ ბრენსონი აქტიურად საუბრობენ, ითვისებენ და ეუფლებიან ამ ტექნოლოგიას და მასში ხედავენ მომავალს.

რა არის ასეთი უნიკალური ბლოქჩეინის ტექნოლოგიაში, რატომ იზიდავს იგი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ადამიანებს?

რა არის ბლოქჩეინი?

დღეს არსებული სისტემის მიხედვით, ფულადი ტრანზაქციების განხორციელებისას, ადამიანები საჭიროებენ სანდო შუამავალს – ბანკს.

ბლოქჩეინის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა განხორციელდეს პირდაპირი კონტაქტი, შუამავლის გარეშე.

გარდა ამისა, ბლოქჩეინის გამოყენება სცდება მხოლოდ ფულადი ტრანზაქციების განხორციელებას, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სხვა ღირებული ტრანზაქციის მიმართ.

ბლოქჩეინი იყენებს უსაფრთხო დეცენტრალიზებულ ტრანზაქციების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. იხ ვიდეო:

როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?

ბიტკოინის შემთხვევაში ბლოქჩეინი ინახავს თითოეული ტრანზაქციის დეტალებს, ასეთი ჩანაწერის წაშლა ან შეცვლა შეუძლებელია, შესაბამისად ერთიდაიგივე ბიტკოინის ორჯერ დახარჯვა გამორიცხულია.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინი?

რატომაა რევოლუციური?

ბლოქჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა ტიპის ღირებული ტრანზაქციის მიმართ: ფული, ქონება, საქონელი და ა.შ.

მისი გამოყენების არეალი უსასრულოა: გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა, ფულის გადარიცხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც საბანკო სისტემა მოშლილია ან ძალიან ძვირია, ცალკეული ინფორმაციის დაცულობა და ა.შ.

ბლოქჩეინის მეშვეობით შესაძლებელია თაღლითობის შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირება, რადგან ყველა ტრანზაქციის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება შესაბამის ბლოკში, რომელიც საჯაროა და რომლის შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია.

ვინ იყენებს ამ ტექნოლოგიას დღეს?

ყველა ვისაც ინტერნეტთან აქვს წვდომა.

მსოფლიოს მშპ-ს ძალიან ცოტა ნაწილი დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია (0.025%) მოცული ბლოქჩეინში, თუმცა ეს რიცხვი ახლო მომავალში გაცილებით გაიზრდება.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ათვისებაში ჩართულნი არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა UBS, Microsoft, IBM, კანადის ბანკი და სხვა.

ბლოქჩეინი ეს არის რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის მომავალში. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული ეფექტურობით, იგი აჩქარებს ტრანზაქციებსა და ამცირებს ხარჯებს.

მსგავსი სტატია: ჩატბოტები და მობილური აპლიკაციები