ბიზნეს გეგმის დაწერა ბიზნესისთვის

ბიზნეს გეგმის დაწერა ბიზნესისთვის

ბიზნეს გეგმის დაწერა

ეფექტური ბიზნეს გეგმის დაწერა ნებისმიერი ზომის და ტიპის ორგანიზაციისთვის არის აუცილებელი. რაც უფრო კარგად და დეტალურად არის თქვენი გეგმა შედგენილი, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

ბიზნეს გეგმას სხვადასხვა კომპონენტი გააჩნია: ბიზნეს  გეგმის საგანი, ფინანსური და იურიდიული მხარე, მიზნები და სტრატეგია, კვლევები და სხვა.

ზუსტი შინაარსი განისაზღვრება იმ საჭიროებების შესაბამისად, რომელიც ბიზნეს გეგმის წინაშე დგას.

წარმოგიდგენთ სტანდარტული ბიზნეს გეგმის კომპონენტებს უფრო ვრცლად:

1.შესავალი / ვინ ხართ?

ბიზნეს გეგმის შესავალი უნდა იყოს მოკლე და გასაგები, მკითხველს უმალვე უნდა შეექმნას წარმოდგენა, რაზეა საუბარი, ვინ ხართ და რა გსურთ, მიუხედავად იმისა, წაკითხვამდე რა ინფორმაცია გააჩნია მას თქვენზე.

2.ბიზნეს გეგმის საგანი

ბიზნეს გეგმის საგანი არის ობიექტი, რის ირგლივაც იწერება ბიზნეს გეგმა, ეს შეიძლება იყოს თქვენი პროდუქცია, შემოთავაზება, მომსახურება და სხვა.

მნიშვნელოვანია ბიზნეს გეგის საგანი იყოს დეტალურად აღწერილი, განისაზღვროს მისი უპირატესობები, ინოვაციურობა და საჭიროება.

3.ფინანსური ნაწილი

ბიზნეს გეგმის ფინანსურ ნაწილში განისაზღვრება, თქვენი გეგმის ფინანსური საჭიროება, გათვლები, პოტენციური უკუგება და დასაბუთება.

ბიზნესი გეგმის აღნიშნული კომპონენტი ყველაზე უფრო ზუსტი და დეტალური უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნეს გეგმა გამოიყენება ფინანსური დაფინანსების მისაღებად.

არაზუსტი და არადამაჯერებელი ფინანსური ნაწილი, აზრს უკარგავს მთლიანად ბიზნეს გეგმის არსს და იდეას.

4.სამართლებრივი საკითხები

ხშირად სამართლებრივი საკითხების უგულვებელყოფა ხდება ბიზნეს გეგმის წერისას, რაც შეცდომაა, რადგან ბიზნესის სამართლებრივი გამართულობა თქვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

თუ გსურთ ძლიერი ბიზნესის აწყობა, ბიზნეს გეგმაში გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

  • ორგანიზაციის გამართული წესდება და პარტნიორთა შეთანხმება;
  • პროფესიონალი იურისტის მიერ დაწერილი შრომის ხელშეკრულება და შინაგანაწესი;
  • მესამე პირებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ნუ დაწერთ თქვენით, ინტერნეტში მოძიებული სტანდარტული შაბლონებით.

5.მიზნები და პრიორიტეტები

ყველა ბიზნეს გეგმას გააჩნია მთავარი მიზანი და პრიორიტეტები, აუცილებელია მაქსიმალურად გამოკვეთოთ ისინი.

განსაზღვრეთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები და შეაფასეთ მათი რაციონალურობა SMART ანალიზის მეშვეობით.

6.სისუსტეები და ძლიერი მხარეები

SWOT ანალიზი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის იმ სისუსტეებისა და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის წარმატებულად დაწყებას.

7.პოტენციური მომხმარებლი?

თქვენი პოტენციური მომხმარებლის ტიპაჟის განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, როგორც შემდგომი მარკეტინგული საქმიანობისთვის, ისე ეფექტური გაყიდვებისთვის, ამიტომაც ამ კომპონენტის ბიზნეს გეგმაში განსაზღვრა, ხშირ შემთხვევაში რეკომენდირებულია.

8.და ბოლოს, რამხელა უნდა იყოს ბიზნეს გეგმა?

ყველაფერი გენიალური მარტივია, შესაბამისად ნუ გადატვირთავთ ბიზნეს გეგმას უამრავი არასაჭირო მასალით, რაც უფრო პატარა და მარტივად წასაკითხი იქნება თქვენი ბიზნეს გეგმა, მით უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს მას და განეწყობა პოზიტიურად.

 

სხვა სიახლეები