TBC ბიზნეს აკადემია

sdfsdfsdfTBC ბიზნეს აკადემია 

თიბისი ბანკი ონლაინ აკადემიას ხსნის. მისი მიზანია მომხმარებელს ბიზნესის მართვის უნარები განუვითაროს. ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ბიზნესის სფეროში ვიდეოაპლიკაციებისა და ვიდეოლექციების საშუალებით.

როგორ ხდება აკადემიაში მიღება?

აკადემიაში ჩარიცხვა Facebook-ის ან მეილის საშუალებით ხდება.  [აკადემიაში ჩარიცხვა]

რა შედეგს იღებს მომხმარებელი ?

ვიდეოაპლიკაციები დაყოფილია რამდენიმე კატეგორიად. თითოეული კატეგორიის სრულად გავლის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას ამ მიმართულებით და ელექტრონულ სერთიფიკატს, რომელიც შუძლია მეგობრებს გაუზიაროს.  ასევე, შესაძლებელია  შეადაროთ თქვენი მიღწევები მეგობრების შედეგებს. აპლიკაცია ძალიან მოქნილია და შესაძლებელია  მუდმივად აკონტროლოთ რა კურსები გაიარეთ, რა შედეგი გაქვთ და რა დაგრჩათ გასავლელი.

ამჟამად რა კურსებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

აკადემიის კურსები შემდეგ საკითხებს შეეხება:

  • ბიზნესის მართვა;
  • ფინანსების საფუძვლები;
  • ზოგადი მენეჯმენტი.

კურსების ჩამონათვალი მუდმივად განახლდება.

რატომ გაჩნდა ასეთი პროექტის შექმნის იდეა?

დაუშვებელია ავტომობილის საჭესთან დაჯდე მაშინ, როდესაც მართვის მოწმობა არ გაქვს. ასეთ დროს რისკი ძალიან მაღალია. ანალოგიური ლოგიკა მუშაობს ბიზნესის შემთხვევაშიც. როდესაც ბიზნესის მართვის ტექნიკებს ეუფლები, ყველაფერი გაცილებით მარტივი და უსაფრთხო ხდება. შედეგად, ბიზნესიც წარმატებულია.

თიბისი ბანკის ბიზნესაკადემიის კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და სერთიფიკატი ერთგვარი მართვის მოწმობაა – ბიზნესის მართვის მოწმობა.

აკადემიის ვებ მისამართი : www.tbcbusiness.ge

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email