არჩევნები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

7bf9867829dc1d95674bdadee5d1e90aარჩევნები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

არჩევნები ნებისმიერი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ის ერთგვარად ხალხის ნების გამოხატულებაა სახელმწიფოს მართვის პროცესში.

კონსტიტუციის მიხედვითაც ხალხი არის ხელისუფლების წყარო, იმას თუ როგორ და რა სახით ტარდება არჩევნები სახელმწიფოებში ძალზე დიდი მნიშვნელობა ენჭება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები ყოველთვის დიდი ყურადღებით სარგებლობს ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში.

ხ. მაიერი ძალზე ზუსტად აღწერდა არჩევნების სამართლებრივ ბუნებას, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნების მეშვეობით მოქალაქეთა ნების გამოხატულება სახელმწიფო ხელისუფლებაში გარდაისახებაო. არჩევნები საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის დამაკავშირებელი რგოლია. ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, თუ ვინ აღიჭურვება საპარლამენტო მანდატით, ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი და ვინ განახორციელებს უმაღლეს ხელისუფლებას.ყველაფერი ასე მარტივად არ არის ტერმინ „არჩევნების“ უკან ძლზე დიდი პროცესი მოიაზრება, დამახასიათებელი სირთულეებით და გადაუჭრელი პრობლემებით.

ამ თავისებურებათა გამო ზოგს არჩევნები ფორმალურ პროცესად მიაჩნიათ და თვლიან, რომ „ხელისუფლებაში მოდის ის ვინც თავად ხელისუფლებას სურს“-ო, მაგრამ, ეს რაღა თქმა, უნდა სკეპტიკოსების აზრია და ყველა ასე არ ფიქრობს. ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მაინც ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია ამომრჩევლის ერთ ხმას გადაწყვიტოს ხალხის ბედი. კენლი ლივინგსტონიც ალბათ ამგვარ იდეას იზიარებდა, როდესაც თავის წიგნს სათაურად წააწერა „ხმის მიცემა, რომ რამეს ცვლიდეს ვინ დაგვაცდიდა“, მაგრამ მთლად ასეც არ არის, არჩევნები დღეს ძალიან ბევრი რამის გადამწყვეტია. ის ხომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა, პარტიული კანდიდატებისა და თავად პარტიათა ბედიც სწორედ არჩევნებზეა დამოკიდებული.

თანამედროვე პოლიტიკას იმდინად განსაზღვრავს პარტიათა საქმიანობა, რომ მათ როლსა და მნიშვნელობაზე უკვე აღარავინ დაობს. პარტიები არც თუ ისე დიდი ხნის წინად გაჩნდნენ, როგორც არჩევნებში გასამარჯვებლად და ხელისუფლების შესანარჩუნებელი ინსტიტუტი. ისინი იქ არ არსებობენ სადაც დიქტატურა დასამხედრო რეჟიმია გამეფებული.პარტიების თვითრეალიზება კი ხელისუფლებაში ხდება არჩევნების გზით.

ავტორი: მინდია გოსტამაშვილი