მობილური აპლიკაციის შექმნის წინაპირობები

Smartphone apps infographics with a hand holding a phone with linked circular icons for shopping cloud computing mail wifi analytics speech and route finder or mapsმობილური აპლიკაციის შექმნის წინაპირობები

მობილური აპლიკაციის დამზადების ღირებულებაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, ხოლო ამ სტატიაში გვინდა განვიხილოთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – მობილური აპლიკაციის შექმნის წინაპირობები.

კერძოდ, წინამდებარე სტატიებში ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ მსჯელობაც აუცილებელია, სანამ მობილური აპლიკაციის დამზადებას საბოლოოდ გადაწყვეტდეთ.

მაშასადამე, სანამ მობილური აპლიკაციის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, უპრიანი იქნებოდა შემდეგი საკითხების განხილვა:

1.რატომ ქმნით მობილურ აპლიკაციას?

მარტივი შეკითხვა ჩანს, თუმცა სწორედ ამ შეკითხვაზე უჭირთ ყველაზე მეტად პასუხის გაცემა იმ პირებს, რომლებსაც კარგად არ აქვთ ჩამოყალიბებული მობილური აპლიკაციის საჭიროება, თავიანთი ბიზნესისთვის.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად გვხვდებიან კლიენტები, რომლებსაც არ აქვთ სრულყოფილად ჩამოყალიბებული შესაქმნეილი აპლიკაციის მიზანი, მისი ფუნქციური განსხვავებულობა ვებ-საიტისგან და რაც ყველაზე მთავარია- მისი სარგებელი ბიზნესისთვის.

ამდენად, გირჩევთ უპირველესყოვლისა მკაფიოდ განსაზღვროთ მობილური აპლიკაციის დამზადება თქვენი კომპანიის რომელი მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს და რა სარგებელს მოგიტანთ იგი.

თუ ვერ პოულობთ ამ შეკითხვებზე ცალსახა პასუხს, სჯობს არ იჩქაროთ აპლიკაციის დამზადება.

 2.მიზნობრივი ფუნქციონალი

შემსრულებელი ვერ გეტყვით რა ფუნქციები ჭირდება თქვენს მობილურ აპლიკაციას.

აღნიშნული საკითხი თვითონ უნდა განსაზღვროთ, იმ საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რაც თქვენს წინაშე არსებობს.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი სახის შეკითხვები:

  • რა სარგებელს მოუტანს აპლიკაციის კონკრეტული ფუნქცია თქვენს კომპანიასა და მომხმარებლებს,
  • მოუნდებათ თუ არა მომხმარებელს მისი გამოყენება;
  • რამდენად ამართებს აპლიკაციაში ჩასადები ინვესტიცია მის მოსალოდნელ უკუგებას;
  • და ა.შ.

ბუნებრივია, რომ შემსრულებლისთვის სჯობს რაც შეიძლება მეტი და რთული ფუნქციები შეუკვეთოთ,რადგან ამით ისინი მეტ სარგებელს ღებულობენ, ამიტომაც ყურადღებით იყავით, როდესაც დაიწყებთ მათთან კომუნიკაციას, საუკეთესო პარტნიორი არის ის, რომელიც დაინტერესდება თქვენი კომპანიის საჭიროებებით და არ დაგთანხმდებათ ყველა, მათ შორის, არასაჭირო ფუნქციების შექმნაზე, ასევე შემოგთავაზებთ ალტერნატივებს.

3. რატომ მობილური აპლიკაცია?

რატომ გადაწყვიტეთ მაინდამაინც მობილური აპლიკაციის შექმნა, ხომ არ ჯობია ალტერნატივების განხილვაც, უკეთესი ვარიატი ხომ არ იქნებოდა საიტის მობილური ვერსიის შექმნა?

იქნებ ფეისბუქ აპლიკაცია იყოს გამოსავალი? ან თუნდაც უფრო ეფექტური ვებ-საიტის შექმნა, მისთვის ფუნქციების დამატება?

მნიშვნელოვანია ყველა ალტერნატივის განხილვა და იმ ვარიანტის შერჩევა, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურად დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

web-designing-company-changanacherry-kottayam-kerala-delhiგსურთ მობილური აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

1

სხვა სიახლეები