მობილური აპლიკაცია – appshop

 შოპინგ აპლიკაციები – სპეციალური შემოთავაზება appshop-ისგან

გსურთ თანამედროვე, მულტიფუნქციური ონლაინ შოპინგის აპლიკაციის დამზადება თქვენი ბიზნესისთვის და არ გაქვთ შესაბამისი ფულადი რესურსები? ასეთ შემთხვევაში appshop-ის შემოთავაზება სწორედ თქვენთვისაა.

скачивания-доходы-аудитория-источники-трафика-мобильных-приложений-конкурентов

რას გთავაზობთ appshop-ი?

Appshop-ი გთავაზობთ ონლაინ შოპინგის ტიპის აპლიკაციის ქირაობის ან ყიდვის შესაძლებლობას ექსკლუზიური პირობებით: დაბალი ფასი – მაღალი ხარისხი.

appshopჩვენი მიერ შემოთავაზებული აპლიკაციის სტანდარტული ფუნქციები:

  • მართვის პანელი;
  • პროდუქტის კატალოგი;
  • პროდუქტის ძებნის და ფილტრაციის ფუნქცია;
  • მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობა;
  • მომხმარებლის პირადი კაბინეტი და სტანდარტული მონაცემები;
  • პაროლის შეცვლის და აღდგენის ფუნქცია;
  • შოპინგ კალათის ფუნქცია და ყიდვის შესაძლებლობა;
  • ბარათით გადახდის სისტემა;
  • ეფექტური დიზაინი (დიზაინის მორგების შესაძლებლობა თქვენი ბრენდისთვის);
  • ბიზნეს საქმიანობის სტანდარტული რეპორტი.

აპლიკაციის ღირებულება:

აპლიკაციის შეძენის შემთხვევაში – 999 ლარი თითოეული პლატფორმისთვის.

აპლიკაციის ქირაობის შემთხვევაში – თვეში 149 ლარიდან.

ღირებულებაში შედის მისი ატვირთვა appstore-ზე და googleplay-ზე

10260693016_7062e61f4a_oთქვენ ასევე შეგიძლია აირჩიოთ დამატებითი ფუნქციები:

  • დამატებითი გადახდის სისტემები; (paybox, TBС pay, paypal და სხვა);
  • ექსკლუზიური დიზაინის შექმნა;
  • სოციალური მედიის ინტეგრაცია;
  • ფეისბუქით რეგისტრაცია;
  • Sms რეგისტრაცია;
  • პროდუქტის მიტანის real-time მონიტორინგი;
  • Push notification-ები;
  • სხვა ფუნქციები, კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

დამატებითი ფუნქციების ღირებულება:

დამატებითი ფუნქციების არჩევის შემთხვევაში, აპლიკაციის ქირაობისა / შესყიდვის ფასი და პირობები განისაზღვრება, ინვიდუალურად, სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

mobile-sale-with-smartphone-and-credit-card

რატომ appshop?

მობილური აპლიკაციების ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება, მათ შორის მობილური მოწყობილობების მეშვეობით ინტერნეტ ვაჭრობის როლიც, რაც უპირველეყოვლისა განპირობებულია მომხმარებელთა ქცევით, რადგან ისინი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ მობილურ სივრცეში და იყენებენ მობილურ აპლიკაციებს ინტერნეტში სხვადასხვა ნივთის შესაძენად.

არსებული ბაზრის შესწავლის შედეგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ ბევრ ქართულ კომპანიას აქვს სურვილი, თუმცა ამავდროულად უჭირს მობილური აპლიკაციის დამზადება, მისი დიდი ღირებულების გამო.

აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე ჩვენ დავსახეთ მიზანი, ხელმისაწვდომი გაგვეხადა ონლაინ შოპინგის აპლიკაცია, რომელიც ყველაზე უფრო მოთხოვნადი პროდუქტია საქართველოში.

ჩვენი შემოთავაზების მეშვეობით, თქვენ საშუალება გაქვთ შეიძინოთ ასეთი აპლიკაცია მისი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად, ან იქირაოთ იგი, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

ჩვენი მიზანია, საქართველოს ბაზარზე მოვახდინოთ რევოლუცია – რაც შეიძლება მეტ კომპანიას მივცეთ ონლაინ შოპის აპლიკაციის ქონის შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომაც, ჩვენ შევქმენით ბრენდი – appshop და  სტანდარტული ონლაინ შოპინგის აპლიკაცია, რომელსაც გააჩნია ყველა ის საჭირო თვისება, რაც ასეთი აპლიკაციის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

სხვა ფასიანი მომსახურება:

  • ციფრული მარკეტინგის პაკეტები;
  • კონტენტის დამატება აპლიკაციაში;
  • ვებ-საიტის დამზადების და ქირაობის მომსახურება;
  • აპლიკაციის რეკლამირება Facebook-ში, Google-სა და Youtube-ზე;

აპლიკაციის დაქირავების უპირატესობები

  • ინვესტიციის მცირე ოდენობა ნაკლები ინვესტიციით ღებულობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს – ნაცვლად რამდენიმე ათასი ლარისა, თქვენი პირველადი ინვესტიცია 149 ლარიდან იწყება.
  • აპლიკაციისგაშვების სისწრაფე – თქვენი აპლიკაცია დაიწყებს მუშაობას არაუმეტეს 7-10 სამუშაო დღის ვადაში;
  • მოქნილობა თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ ხელშეკრულება, ამისთვის არ დაგეკისრებათ არანაირი საჯარიმო სანქცია.
  • მოწინავე ტექნოლოგიები ჩვენ ყოველთვის მივყვებით მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას კვალდაკვალ, შესაბამისად თქვენი აპლიკაცია ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი, იგი არასდროს დაძველდება!!
  • მრავალფეროვანი დამატებითი სერვისები ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან,  დამატებით მომსახურებას, როგორც აპლიკაციის განვითარების, ისე მისი რეკლამირების კუთხით.

მომსახურების პროცედურა

I ეტაპი – პირველადი კონსულტაცია და ჩვენი მომსახურების დეტალური განხილვა;

II ეტაპი  მომსახურების შესახებ შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება;

III ეტაპი  ჩვენ ანვათავსებთ თქვენს აპლიკაციას app store-სა და playstore-ზე საშუალოდ 1 კვირის განმავლობაში

IV- თქვენ სარგებლობთ უმაღესი ხარისხის ონლაინ შოპის აპლიკაციით  ყველაფერი მარტივად, ყველაფერი სწრაფად.

გსურთ ონლაინ შოპინს აპლიკაციის დამზადება და არ გაქვთ შესაბამისი რესურსები? აღნიშნული აღარ წარმოადგენს პრობლემას- appshop თქვენი შესაძლებლობაა!! არ გაუშვათ შანსი ხელიდან, დაგვიკავშირდით და იქირავეთ ახალი ვებ-საიტი დღესევე, მინიმალური ღირებულებით.

1