ანდერძით მემკვიდრეობა

1355387179_anderziანდერძით მემკვიდრეობა

ფიზიკურ პირს (მამკვიდრებელს) შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ნებისმიერ ერთ ან რამდენიმე პირს.

ვინ შეიძლება იყოს ანდერძისმიერი მემკვიდრე?

ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ცოცხალია მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, ასევე იურიდიული პირები.

ვინ შეიძლება იყოს მამკვიდრებელი?

მამკვიდრებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, რომელიც არის ქმედუნარიანი და ანდერძის შედგენის მომენტისათვის შეუძლია გააცნობიეროს თავისი მოქმედების არსი.

ანდერძი აუცილებელია შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან არ არის სავალდებულო ნოტარიუსის მიერ ანდერძის დადასტურება.

იხ. ჩვენი სტატია ანდერძის ფორმის შესახებ.

მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროში (მაგ: მთელი სამკვიდროს ½) ან მიუთითოს თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა.

თუ ანდერეძში ზემოთაღნიშნული მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.

მაგ: ანდერძით განსაზღვრულია სამი მემკვიდრე, რომელთაგან ერთ-ერთის წილი განსაზღვრულია, როგორც მთელი სამკვიდროს ½, ხოლო დანარჩენი ორი მემკვიდრის წილი არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში დანარჩენი ორი მემკვიდრე მიიღებს სამკვიდროს დარჩენილი ½ წილის ნახევარს, ანუ ¼ -ს თითოეული.

 მემკვიდრეობითი სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის მემკვიდრეობითი სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email