ადმინისტრაციული ხელშეკრულება

career-public-service-lawადმინისტრაციული ხელშეკრულება

ადმინისტრაციული ხელშეკრულება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მობილური ფორმა.

შესავალი

ადმინისტარაციული ხელშეკრულება საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, მას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, რაც გამოარჩევს მას საქმიანობის სხვა ფორმებისაგან, ის, ჩემი აზრით, უფრო მობილურს და მარტივს ხდის ადმინისტრაციულ სამართალს და საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ორგანოს ესა თუ ის ურთიერთობა შედარებით მარტივად და ნაკლები სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით დაარეგულიროს.

ადმინისტრაციული ხელშეკრულება როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა ფართოდ გამოიყენება მრავალი ქვეყნის ადმინისტრაციულ სამართალში, ზოგი მას ჩვეულებრივ სამოქალაქო ხელშეკრულებად მიიჩნევს  და მისი რეგულირების საშუალებას სამოქალაქო კოდექსს აძლევს. ამ რიგის ქვეყნები თვლიან, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო გვევლინება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, ანუ სუბორდინაციული დამოკიდებულება ამ შემთხვევაში გამორიცხულია, ვინაიდან ვიცით, რომ ნებისმიერი თანამედროვე ქვეყნის სამოქალაქო სამართალი პირთა თანასწორუფლებიანობასა და ნების ავტონომიის პრინციპზეა  აგებული, ანუ ამ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესებს შორის დაპირისპირება ხშირად შესაძლებელია ამ უკანასკნელის უპირატესობითაც კი დამთავრდეს, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტული ურთიერთობის მიზანი შეიძლება სულაც არ იყოს საჯარო ინტერესი.

არის ქვეყნები, რომლებიც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განსაკუთრებულ ურთიერთობად თვლიან და მისი დადების წესებს ზოგად ამინისტრაციულ კოდექსში განსაზღვრავენ, ანუ ამ შემთხვევაში  უფრო მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების მიჯნები. ჩვენს ქვეყანაში ეს ცოტა სხვაგვარად არის და მისი გამიჯვნა უფრო მეტად ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე ხდება, არ არის არსებითი ხელშეკრულები მხარეების სამართლებრივი სტატუსი. ის ფაქტი რომ ურთიერთობის ერთი ან ორივე მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის მივიჩნიოთ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად. არის შემთხვევები როდესაც ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორისაც შესაძლებელია დაიდოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

საინტერესოა, თავად ადმინისტრაციული ხელშკრულების ცნება, რომელიც არ არსებობდა საქართველოში მანამ არ მივიღეთ ადმინისტრაციული კოდექსი,(1995 25 ივლისი)მაგრამ 2005 წლის ცვლილებებამდე ჩვენს კოდექსში მას ადმინისტრაჩიული გარიგება ეწოდებოდა და საქმიანობის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ფორმად ითვლებოდა,მხოლოდ ცვლილებების შემდეგ დამკვიდრდა ჩვენთან ტერმინი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა მეცნიერებს შორის მაინც არსებობს იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგება კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებად და რა მასშტაბით უნდა გავრცელდეს მასზე კერძო სამართლებრივი ნორმები. ცივილისტები გარიგებას უფრო ფართო მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევენ და მას განიხილავენ, როგორც კერძო სუბიექტური და საჯარო ობიექტური გამოვლენის შედეგს.

დღესდღეობით ადმინისტრაციული ხელშეკრულება ნებისმიერი ადმ. საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. თითქმის არ არსებობს არცერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი საქმიანობის ფორმიდან გამორიცხავს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ისტორიულადაც დასტურდება, რომ გარიგება, მოგვიანებით ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მხოლოდ კერძო სამართლებრივ მოვლენას, ის გამოიყენებოდა, როგორც კერძო, ისე საჯარო სამართალში. მაგ: ვახტანგ მე-6-ის მიერ შედგენილი ხელმწიფის კარის გარიგება განსაზღვრავდა სახელმწიფო მოხელეების უფლებამოვალეობებს და არა კერძო ურთიერთობებს. არსებობს ხელშეკრულებათა სხვადასხვა სახე, იმის მიხედვით თუ რომელი ურთიერთობა წესრიგდება მათი მიხედვით.

მთლიანი ნაშრომი იხილეთ: ადმინისტრაციული ხელშეკრულება

ავტორი: მინდია გოსტამაშვილი

სხვა სიახლეები