blh.ge-ით (blh.com.ge)  სარგებლობის პირობები

ვებ გვერდის BLH.com.ge (შემდგომში საიტი) სარგებლობაზე, მათ შორის საიტზე განთავსებული მასალისა და რესურსების სარგებლობაზე ვრცელდება წინამდებარე „საიტის მოხმარების პირობები“ (შემდგომში პირობები).

– იგულისხმება, რომ საიტის მოსარგებლეს წაკითხული აქვს და ეთანხმება წინამდებარე პირობებს.

– საიტზე განთავსებული მასალა არ წარმოადგენს იურიდიულად მბოჭავი ძალის მქონე მასალას, საიტით სარგებლობა, მათ შორის გარკვეული რჩევის მიღება არ წარმოადგენს არანაირი იურიდიული ძალის მქონე აქტს და არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს.

1.     პირობების შეცვლა

 BLH-ი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე პირობები.

2.     სამართლებრივი უფლება-მოვალეობანი

BLH-ს მიერ საიტზე მასალების ატვირთვა, ნებისმიერი რჩევის მიცემა ან საიტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ტრანზაქცია არ წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავი ძალის მქონე აქტს და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

3.    პასუხისმგებლობის არ არსებობა

თუ BLH-ს მიერ დადებული მასალისა ან ინფორმაცია/რჩევის გამოყენების შედეგად დადგა რაიმე ზიანი/ნეგატიური შედეგი, BLH-ს არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა აღნიშნული შედეგის მიმართ.

4.     კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება

4.1  საიტზე არსებული მასალა წარმოადგენს BLH-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

4.2   4.1-ე მუხლში განსაზღვრული მასალის ნებისმიერი ლეგალური ფორმით გამოყენების შემთხვევაში, პირი ვალდებულია მიუთითოს წყაროდ BLH-ს საიტი. საავტორო უფლებების ნებისმიერი გზით შელახვის შემთხვევაში, BLH უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო ღონისძიება თავისი უფლებების დასაცავად.