EMAIL მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის

EMAIL მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის

კომპანია BLH გთავაზობთ EMAIL მარკეტინგის მომსახურებას, თქვენზე მორგებული პირობებით. (555 97 47 17, info@blh.ge)

email მარკეტინგი

რა არის იმეილ მარკეტინგი?

იმეილ მარკეტინგი მსოფლიოში კარგად გავრცელებული ინტერნეტ რეკლამირების სფეროა, რომელიც საქართველოშიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ციფრული მარკეტინგის ყველაზე ძველი სფერო, რომელიც ახლაც აქტუალურია და ეფექტურად გამოიყენება უამრავი ბიზნესის მიერ, მათ შორის საქართველოში.

როგორ მუშაობს და რისთვის გამოიყენება EMAIL მარკეტინგი??

იმეილ მარკეტინგი ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის მოზიდვის, შენარჩუნებისა და სწრაფი ინფორმირების საუკეთესო საშუალებაა.

მისი მეშვეობით ხდება სარეკლამო დიზაინის მქონე მეილების დაგზავნა მიზნობრივი აუდიტორიებისთვის.

კლიენტი გვიკვეთავს იმეილ მარკეტინგულ რეკლამას და გვაწვდის საჭირო ინფორმაციას რეკლამის თაობაზე, ჩვენი გუნდი ქმნის სპეციალურ დიზაინს, თითოეული რეკლამის მიზნებისა და საჭიროებიდან გამომდინარე (HTML ფორმატში), რომელიც დაეგზავნება სპეციალურად შერჩეულ მიმღებ აუდიტორიას.

მიმღები აუდიტორიის სიები შეიძლება იყოს დაყოფილი სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელობის მიხედვით.

EMAIL მარკეტინგი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, ფასდაკლებისა და აქციის გავრცელება, მისალმება, შეხსენება,  და ა.შ.

იმის მიხედვით, თუ რომელი სახის EMAIL მარკეტინგის კამპანია სურს კლიენტს, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, სარეკლამო მეილის შექმნიდან დაწყებული, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის, მეილების დაგზავნისა და შედეგების ანალიზით დამთავრებული.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • EMAIL სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, თითოეული კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • EMAIL ბაზების (ლისტების) შექმნა და მართვა;
  • სარეკლამო მეილის შექმნა: დიზაინი, ტექსტური და ვიდეო მასალების დამუშავება;
  • სარეკლამო მეილების დაგზავნის ორგანიზება;
  • სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობის მონიტორინგი, შუალედური და საბოლოო შედეგების დეტალური ანალიზი.

იმეილ მარკეტინგი

რა უპირატესობები გააჩნია იმეილ მარკეტინგს სხვა ტიპის რეკლამების მიმართ,  როგორიცაა: სატელევიზიო რეკლამა, Facebook რეკლამა, Google რეკლამა და სხვა ??

კომპანია BLH-ი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა ბიზნესის მომსახურებაში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტ მარკეტინგული მომსახურებებიდან, EMAIL მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა საქართველოს მაშტაბით. აღნიშნული განპირობებულია მისი ეფექტურობით, კერძოდ მცირე რესურსების ინვესტიციით შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღება.

EMAIL მარკეტინგის უპირატესობებია:

  • შედარებით დაბალი ფასი- ჩვენი ფასები იწყება 99 ლარიდან;
  • სისწრაფე- ათი ათასობით მეილის გაგზავნის საშუალება რამდენიმე დღის განმავლობაში;
  • მოქნილობა- მეილების დაგზავნის პროცესის სრული მონიტორინგი და შედეგების ანალიზის საშუალება.