ტაბახმელაში არაბები ValleyCity_ის ააშენებენ

12717730_511238255725268_7733568621533579576_nტაბახმელაში არაბი ინვესტორები ValleyCity-ს პროექტის განხორციელებას 2 თვეში დაიწყებენ

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- ტაბახმელაში Green Valley City-ს პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2 თვეში დაიწყებს. ორი პროექტიდან პირველი „მწვანე ქალაქის” შექმნას გულისხმობს და შედგება ვილებისა და აპარტამენტებისგან. მეორე პროექტი კი 2 იდენტური თაუერის მშენებლობას ითვალისწინებს , რომელიც აპარტამენტებს, ოფისებსა და მაღაზიებს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 136 მილიონი დოლარია.