სტუდენტური სტარტაპი: რატომ არის სტუდენტობის დრო საუკეთესო დრო ბიზნესის დასაწყებად?

04_Los_beneficios_de_contratar_una_agencia_de_Marketing_Digital_para_tu_negocioსტუდენტური სტარტაპი

რატომ არის სტუდენტობის დრო საუკეთესო დრო ბიზნესის დასაწყებად?

სტუდენტობისას ყოველთვის გამოჩნდება ახალი მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაიწყოთ ბიზნესი სწორედ ახლა. ეს შეიძლება იყოს დროის უქონლობა ან გამოცდილების არქონა. თუმცა გარწმუნებთ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გექნებათ იმის მიზეზი რომ თქვათ “ახლა არ არის ის მომენტი”.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუდენტური პერიოდი ყველაზე კარგი მომენტია ბიზნესის დასაწყებად, რადგან:

1. თქვენ გაქვთ მდიდარი რესურსები. 

თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომი, მაგრამ ადვილად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში, ასევე იმ ხალხისგან, ვინც უკვე დაკავებულია ბიზნესით, ისინი ძალიან ფასეულ ინფორმაციას მოგაწვდიან. მთავარია მონდომება და მისი ცოდნა თუ რა გინდათ, დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საკითხია- საჭირო ინფორმაცია და ახალგაზრდული სულისკვეთება ყველაზე ფასეული რესურსებია.

2. კავშირები და მხარდაჭერა.

როცა სტუდენტი ხარ, გარშემორტყმული ხარ შენი თანაკურსელებით, რომლებთან ერთადაც ადრე თუ გვიან საქმიანი კავშირი გექნება. ამიტომ ნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის დამყარება მათთან და სოციალური კაპიტალის დაგროვება. ამავდროულად, ისინი კარგი დამხმარეები შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენი კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში. ცნობილია, რომ სტუდენტების სეგმენტი, სოციალური ქსელების ყველაზე დიდი მომხმარებელია, შესაბამისად მათი მეშვეობით ბიზნესის გაპიარება არის შესაძლებელი.

3. ეგოისტობა მისაღებია. 

უნივესიტეტში ყოფნისას თქვენ გაქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა, თუმცა ეს ვერ შეედრება იმ პასუხისმგებლობას და პრობლემებს რის წინაშეც აღმოჩნდებით სწავლის დამთავრების შემდეგ “რეალურ ცხოვრებაში”. ხშირ შემთხვევაში სტუდენტის ერთადერთი პასუხისმგებლობა არის საკუთარი თავი. ასე რომ თქვენ გაქვთ შესძლებლობა რომ იყოთ ეგოისტი.

ჩადეთ მთელი თქვენი გული, სული და ფინანსები თქვენს ბიზნესში. უფრო ადვილია მსგავს რისკზე წასვლა, როცა ნაკლებია პასუხისმგებლობა და ბევრი არაფერი გაქვს დასაკარგი.

4. რეპუტაცია.

ყველამ ვიცით თუ რა სტერეოტიპები არსებობს თაობა Y-ზე (1980 -2000). ჩვენ ვართ ზარმაცი, სოციალურ მედიაზე დამოკიდებული თაობა, რომლებმაც არ იციან მუშაობა. ეს უარყოფითი სტერეოტიპები შეიძლება პირიქით უპირატესობა იყოს ახალგაზრდა მეწარმისთვის. როცა 90-იანების წარმომადგენელი რაიმე ძალიან მაგარს ქმნის, ეს ხდება სენსაცია. ასე რომ, გამოიყენეთ თქვენი ახალგაზრდობა როგორც უპირატესობა და იამაყეთ რომ 90-იანებიდან მოდიხართ :))

5. მარცხი არ არის ტრაგედია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ მარცხი განიცადეთ, ეს არ არის ტრაგედია. პირიქით, მარცხი ნიშნავს რომ თქვენ ცდილობთ შექმნათ რაღაც ღირებული. თუკი რაიმე არასწორად გააკეთეთ, ამის გამოსასწორებლად ძალიან ბევრი დრო გაქვთ. როცა მოვლენები ისე არ ვითარდება როგორც დაგეგმეთ (ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ხდება), ამას უბრალოდ ეწოდება გამოცდილება, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

ნუღა კარგავთ დროს, იფიქრეთ საკუთარ ბიზნესზე.