საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს

shutterstock_87654373საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებას აღარ განახორციელებს

საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს, საგადასახადო კოდექსში ცვლილებით, მას მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებების პროცესი ერთიან სისიტემაში მოექცევა. ასევე 100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება.

“2011 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანებები, ასევე 2013 წლამდე არსებული ჯარიმები და საურავები, იმ კომპანიებს, რომლებსაც ფაქტიურად არ უფიქსირდებათ აქტივობები, სრულად ჩამოეწერებათ. ჯამში ეს შეეხება 100 000-მდე კომპანიას და პირს, საუბარი 2 მილიარდ ლარზეა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 2016 წლიდან ამოქმედდება.