როდის ამოქმედდება მოგების გადასახადის რეფორმა?

7642_1054053664632946_847829775372900676_nმოგების გადასახადის რეფორმა

ფინანსთა სამინისტრო, მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდეს.

აღნიშნულ პერიოდში რეფორმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ბიზნესს, უფრო მომზადებული შეხვდეს მოგების გადასახადის ახალ მოდელს და მინიმუმამდე შეამციროს ის პოტენციური რისკები და ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა მოჰყოლოდა რეფორმის მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებას.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება:

• პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს – ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.

• მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.

• მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.