მდინარეების ექსპორტი საქართველოდან ირანში

800px-large_diameter_pipe_installationმდინარეების ექსპორტი საქართველოდან ირანში

ირანი დაინტერესებულია საქართველოდან წყლის იმპორტის სახით, მდინარეები გადატუმბოს.

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა დღემდე უშედეგოდ გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, საკითხი კვლავ აქტუალურია, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საკითხი ეხება ირანში არსებული ურმიის ტბის შევსების პრობლემის აღმოფხვრას ქართული მდინარეების ექსპორტით ირანში. ჩნდება კითხვა, რამდენად უსაფთხოა წყლის ასეთი მაშტაბური ექსპორტი?

ექსპერტების მოსაზრებით მსგავსმა ჩარევამ ბუნებაში, შესაძლოა განაპირობოს უმძიმესი შედეგები, ამხელა მაშტაბის მდინარეების ექსპორტმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს.

“ურმიის ტბის რეაბილიტაციას მთლიანად 28 მილიარდი კუბური მეტრი წყალი სჭირდება. ირანი მზადაა, რა რაოდენობის წყალსაც მიაწვდის საქართველო, ყველაფერი შეისყიდოს. საქართველოს სამეზობლოში ირანის გარდა წყალი არავის სჭირდება. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ის, დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 280 კმ-იანი მონაკვეთზე ორმეტრიანი დიამეტრის მილსადენის გაყვანაზე. ირანში მზად არიან, მისი ფინანსური მხარდაჭერა განახორციელონ.“

რაც შეეხება ურმიის ტბას, 1972 წლიდან 2014 წლამდე ტბის მოცულობიდან მხოლოდ 12% დარჩა. ეს კი სოფლის მეურნეობაში სერიოზულ ზარალს უკავშირდება. ასევე იწვევს რესპირატორულ დაავადებებს მოსახლეობაში. ტბის რეანიმაცია ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის წინასაარჩევნო დაპირებებშიც მოხვდა. როგორც რუჰანმა განაცხადა, ის მზადაა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს 10 წელიწადში 5 მილიარდი დოლარი დახარჯოს.

გთხოვთ კომენტარში დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებული იქნება მდინარეების ექსპორტი ირანში?