გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

grass_deskგამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად, თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, როდესაც შრომის ხელშეკრულება წყდება შემდეგი საფუძვლებით:

  1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
  1. დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
  1. დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
  1. დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
  1. სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

გამოუყენებელი შვებულებისთვის გადასახდელი თანხის გამოთვლა

გამოუყენებელი შვებულებისთვის ანაზღუარების თანხა გამოითვლება, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

მაგ: თუ დასაქმებულმა იმუშავა 1 წელი და 4 თვე, ისე, რომ პირველი წლის ანაზღაურებადი შვებულება მთლიანად გამოიყენა, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს დარჩენილი 4 თვის ანაზღაურებადი შვებულება, რაც შეადგენს 8 დღის თანხას, ვინაიდან წლიური ანაზღაურებადი შვებულება შეადგენს 24 დღეს.

შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.